პაკისტანის აღმოსავლეთ პროვინცია სინდში გამძვინვარებულ ბრბო პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა და ცოცხლად დაწვა მამაკაცი, რომელიც ყურანის შეურაცხყოფის ბრალდებით იყო დაკავებული. განცხადება ამის შესახებ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა უსმან განიმ გააკეთა.
პოლიციის მონაცემებით, მამაკაცი მოგზაური იყო, რომელიც სოფელ სიტას მეჩეთში ღამის გასათევად გაჩერდა. მეორე დღეს სოფლის მაცხოვრებლებმა მეჩეთში მუსულმანების წმინდა წიგნის ნამწვავები აღმოაჩინეს, მათ სასტიკად სცემეს მოგზაური და იგი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ამის შემდეგ დაახლოებით 200 მდე ადამიანი მივიდა პოლიციის განყოფილებაში, შევარდა შიგნით და მოგზაური ცოცხლად დაწვა.
ამ ფაქტზე დაკავებულია 30 ადამიანი და 7 პოლიციელი. პოლიციელებს გულგრილობაში ედებათ ბრალი.