საპრეზიდენტო არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ, რუსი პოლიტიკოსი და მილიარდერი, მიხეილ პროხოროვი ბედის ცდას მოსკოვის მერის არჩევნებში აპირებს. პროხოროვის გეგმით, 2014 წელს მას მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში სურს მონაწილეობას, სადაც ის შეეცდება დეპუტატი გახდეს, ხოლო შემდეგ მოსკოვის მერის პოსტისთვის იბრძოლებს, რომლის არჩევნებიც 2015 წელს გაიმართება.
პროხოროვის სურვილს რუსი პოლიტიკოსები არ გაუკვირვებია. ის ჭკვიანი, თავდაჯერებული ადამიანი, ხოლო მისი მოსვლა მოსკოვის მმართველობაში, მხოლოდ წაადგება ქალაქს - აცხადებენ მოსკოვის ამჟამინდელი დუმის დეპუტატები. მათივე თქმით, პროხოროვმა ბევრს მიაღია ბიზნესში და თუ მას მერად აირჩევენ, პოლიტიკოსი შეეცდება წარმატების მოპოვებას ამ თანამდებობაზეც.