"კონსერვატორების" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა მოქალაქე ლელი იაშვილს საჯაროდ ბოდიშს მოუხდის. აღნიშნული წინადადებით მოსამართლემ მხარეებს დღევანდელ პროცესზე მიმართა და ისიც განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 20 ათასი ლარის გადახდა აღარ მოუწევს, რასაც ორივე მხარე დათანხმდა.
თავის მხრივ, დღევანდელ პროცესზე მისულმა კუკავამ განმარტა, რომ "მომხდარის გამო წუხილს გამოთქვამს და ამას საჯაროდაც გაიმეორებს".
სასამართლოში "კონსერვატორების" ერთ-ერთი ლიდერის კახა კუკავას წინააღმდეგ სარჩელის განხილვა 18 თებერვალს 11:00 საათზე განახლდება.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქე ლელი იაშვილი კუკავას სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.