რუსეთი იყინება: ასეთი ყინვები 70 წელია არ ყოფილა. ყინვებისგან დაღუპულთა რაოდენობის თვლა უკვე ათობით მიდის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, რუსეთის მთელ ტერიტორიაზე უკვე მეორე კვირა ძლიერი ყინვაა. თითქმის ყველა რაიონში კლიმატურ ნორმაზე 10-15 გრადუსით ნაკლები ტემპერატურა ფიქსირდება. სინოპტიკოსების განცხადებით, ასეთი რამ რუსეთში 1938 წლიდან არ დაფიქსირებულა. უახლოესი დღეების პროგნოზი დამაიმედებელი არ არის.
მოსკოველებსა და მოსკოვილ ოლქის მცხოვრებლებს ყინვის გაძლიერება ელით. დღე ტემპერატურა -18 გრადუსამდე, ხოლო ღამით -25 გრადუსამდე იქნება. ციმბირში -50 ფიქსირდება.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გაყინულია რუსეთის 21 მოქალაქე, 271 დაშავებული, მათგან 147 მოყინვებითაა ჰოსპიტალიზებული.
სულ ყინვის დადგომიდან რუსეთში დაშავებულია 542 ადამიანი, მათ შორის 266 ჰოსპოტალიზებული. 45 ადამიანი კი გაიყინა და გარდაიცვალა.