"ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა დღევანდელ სესიაზე, სამთავრობო საათის ფარგლებში, რეგიონებში მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების საკითხზე ისაუბრა.
მან ენერგეტიკის მინისტრს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რაც ქვეყნის ენერგეტიკული მომარაგების მიმართულებით კეთდება. თუმცა, აღნიშნა, რომ რეგიონებში კოლექტიური მრიცხველები მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და მინისტრს სთხოვს, მთავრობამ ინდივიდუალური გამრიცხველიანების საკითხის მოგვარებაზე დაუყოვნებლივ იზრუნოს.
"ეს არის იმ კერძო კომპანიების ვალდებულება, რომლებიც რეგიონებს ამარაგებენ და მთავრობამ მათ ამ ვალდებულების შესრულება უნდა მოსთხოვოს~, - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.
ამ საკთხს უმრავლესობის წარმომადგენელი მაგდა ელდარ კვერნაძეც გამოეხმაურა და მთავრობისგან ანალოგიური ინფორმაცია მოითხოვა.
როგორც მან აღნიშნა, თავის დროზე კომპანიებს კოლექტიური მრიცხველების დაყენების საშუალება რომ მიეცა, ეს იყო მთავრობის სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან, მისი თქმით, ამის გარეშე ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა ვერ გადაწყდებოდა. თუმცა, მიიჩნევს, რომ ახლა უკვე დროა, რეგიონებში ეს პრობლემა გადაწყდეს და მთავრობას სთხოვს, კონკრეტული გრაფიკი და ვადები წარმოადგინოს.
ამ საკითხს ჯონდი ბაღათურიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნას სრულად იზიარებს.
გარდა ამისა, უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატებისს მხრიდან ცალკ-ცალკე გაკეთდა ანალოგიური განცხადებები, რომ ეს საკითხი მათ რეგიონებშიც პრობლემაა და მთავრობას ამ პრობლემის გადაწყვეტას სთხოვენ.