ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მედიის ცნობით, ისრაელის მასშტაბით განგაშის სიგნალია ჩართული
ისრაელის თავდაცვის ძალები მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
მათივე თქმით, ისრაელის საჰაერო თავდაცვა აქტიურად მუშაობს იერიშების მოსაგერიებლად.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) თეირანის აეროპორტში ორი ირანული F-14 თვითმფრინავის განადგურების შესახებ განაცხადა, რომლებიც, მათი ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალების ჩასაჭრელად იყო განკუთვნილი.