დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ, თბილისში ვიზიტად მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ალენა ობრუსნიკოვა მიიღო. ობრუსნიკოვა, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, შტეფან ფულეს აპარატში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის კურატორად დაინიშნა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობების ფართო სპექტრი და ისაუბრეს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ჩეხურ მხარეს საქართველოსათვის გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისათვის. თავის მხრივ, ჩეხურმა მხარემ მზადყოფნაგამოთქვა, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.