იორდანიელი სალაფისტების ლიდერი ანუ მუჰამმედ ალ-ტახაუი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენისმინ ნეთანიაჰუს მოუწოდებს, "წინასწარმეტყველის არმიის" შეჭრისთვის მოემზადოს. მან ასევე განაცხადა, რომ ათობით ათასი ბოევიკი ყველა ისლამურ ქვეყანაში არ შეჩერდება, ვიდრე "პალესტინას არ გაათავისუფლებენ".
რადიოსადგურ "კოლ ისრაელის" განცხადებით, ისალმისტმა ასევე განაცხადა, რომ სირიელი ოპოზიციონერების მიერ დამასკოს აღების შემდეგ თელ-ავივის რიგი დადგება.
ეს განცხადებები, ალ ტახაუიმ იორდანიელი ბოევიკის დაკრძალვაზე გააკეთა, რომელმაც თვითმკვლელობა დამასკოს შს სამინისტროს შენობაში განახორციელა.