ოკუპირებულ აფხაზეთში სირიიდან გუშინ 13 ადამიანი ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ეს არის ორი ოჯახი, გვარად - ჭკუა, მათ შორის 7 ბავშვია. სირიიდან სოხუმში ჩასულები დროებით სასტუმრო "აიტარში" არიან განთავსებული.
აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ სირიის არაბულ რესპუბლიკაში მდგომარეობის დაძაბვის შემდეგ აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებმა "დაბრუნება" დაიწყეს. აფხაზეთში მოქმედი ე.წ. სახელმწიფო რეპატრიაციის კომიტეტის მონაცემებით მიმდინარე წლის მაისიდან აფხაზეთში სირიიდან 100-ზე მეტი ადამიანია ჩასული.