იტალიის სკანდალურად ცნობილ ყოფილ პრემიერს სილვიო ბერლუსკონის ცოლი მოჰყავს. მან ოფიციალური განცხადება ნიშნობის შესახებ უკვე გააკეთა. მისი რჩეული 28 წლის ფრანჩესკა პასკალეა. ინფორმაცია ამის შესახებ იტალიური გაზეთი "მატტინო" ავრცელებს.
ბოლოს და ბოლოს თავს უკვე მარტოსულად არ ვიგრძნობ. ჩვენ შორის 49-წლიანი სხვაობაა. იგი 28 წლისაა. მყარი მორალური პრინციპები აქვს. იგი ჩემთვის ძალიან ახლოა, მე მასთან კარგად ვრძნობ თავს", _ განაცხადა ბერლუსკონიმ.
პასკალე წარმოშობით ნეაპოლიდანაა და იგი პრემიერის მხარდამჭრ ჯგუფში "სილვიო მოგვენატრეშია" გაწევრიანებული.