დღეს ავღანეთში 10 გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა. გოგონები ფიჩხს აგროვებდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა, როგორც ჩანს, ნაღმს შემთხვევით ფეხი დააბიჯა. ინციდენტი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ ყველა გარდაცვლილი 9-იდან 13 წლამდეა. ყველა გოგონა სხვადასხვა ოჯახიდანაა. ამას გარდა, დაღუპული გოგონების გარდა, სერიოზულად დაიჭრა კიდევ ორი გოგონა, რომლებიც ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა ვერ დააკონკრეტა, რა სახეობის ნაღმზე აფეთქდნენ გოგონები. ამჟამად პოლიცია ტრაგედიის ადგილზე გამოკვლევას ატარებს, რათა დაადგინოს - ნაღმი ახლახანაა ჩადებული თუ ადრინდელია.