სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად. დაჭრილია რამდენიმე ათეული ადამიანი. ამ დროისთვის რეგიონში მოქმედ არც ერთ დაჯგუფებას ამ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ერაყში მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.