სირიას ეროვნული თანხმობის მთავრობა სჭირდება. ამის შესახებ სირის ვიცე-პრეზიდენტმა ფარუკ შარამ ლიბიის გაზეთ "აკბარს" განუცხადა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ინტერვიუში ვიცე პრეზიდენტმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ქვეყანაში მიმდინარე დაპირისპირებაში გამარჯვების მოპოვებას ვერც ხელისუფლება და ვერ ოპოზიცია ვერ შეძლებს.
ბი-ბი-სი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის დადასტურებული არაა ეს ინტერვიუ მართლა სირის ვიცე პრეზიდებტმა მისცა თუ ის გამოგონილია. რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა სირიის ვიცე-პრეზიდენტის მოსაზრებები, რომლებიც შემდგომ არ დადასტურდა.
შეგახსნებთ, რომ სირიაში მიმიდნარე შეიარაღებულო დაპირისპირებას, რომელიც გასული წლის მარტში დაიწყო გაეროს მონაცემებით ოცი ათასზე მეტი ადამიანი ესხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები