მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელი განცხადებით, "ედინაია როსიასთან" გაფორმებული დოკუმენტი შესაძლოა ისტორიული მნიშვნელობის გახდეს.
"ერთი მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ეს განსაკუთრებული დოკუმენტი არაა, რომ მხოლოდ ჩარჩო ხელშეკრულებაა, კონკრეტული საქმეები კი წინ არის, მაგრამ შეიძლება, მეორე მხრივ, ეს აღმოჩნდეს ისტორიული დოკუმენტი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის მომავალში საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის მოგვარებასა და საქართველოს დაუბრუნებებს გაერთიანების და განვითარების შანსს", - განუცხადა რუსეთიდან დაბრუნებულმა ნოღაიდელმა ჟურნალისტებს აეროპორტში.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს, ნოღაიდელის მოძრაობასა და "ედინაია როსიას" შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
აღნიშნული "დოკუმენტის მნიშვნელობასა" და მოსკოვში ვიზიტის სხვა დეტალებზე საქართველოს ყოფილი პრემიერი დღეს, 14:00 საათზე, სპეციალურ პრესკონფერენციაზეც ისაუბრებს.