თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი, საკუთარ პოლიტიკურ გეგმებს ვეტერან სპორტსმენებს აცნობს.
შეხვედრა კლუბ "დინამოში" მიმდინარეობს.
"შეხვედრაზე საუბარი იქნება იმ სპორტულ პროგრამებზე, რომლის განხორციელებაც თბილისში, არჩევნებში ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მოხდება", - განუცხადა ივანიშვილმა შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას, რომლის შექმნასაც მერობის კანდიდატი გეგმავს, ივანიშვილის განმარტებით, მისი პრეზენტაცია "მალე" - თებერვლის ბოლომდე გაიმართება.
უკვე ცნობილია, რომ ივანიშვილის პარტიის ერთ-ერთი წევრი ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი დასაქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, შოთა ხაბარელი იქნება. ამის შესახებ ვეტერან სპორტსმენებთან შეხვედრაზე მოსულმა ხაბარელმა ჟურნალისტებს დღეს თავად განუცხადა.
"დარწმუნებული ვარ, ნიკა ივანიშვილის პარტია ქართულ სპორტს დაეხმარება და ამ მიმართულებით ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს", - განმარტა მან.