რუსეთის ფედერაციის შს სამინისტრო რეგიონში სიტუაციის სტაბილიზებისათვის ჩრდილოკავკასიაში უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან ბრძოლას გააძლიერებს. განცხადება ამის შესახებ დღეს რუსეთის შს მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა გააკეთა.
"შემიძლია პროგნოზი გავაკეთო იმისა, რომ ბანდიტებთან ბრძოლის საკითხში მოქმედებების გაატიურება მოხდება, იმისათვის რათა ჩრდილოკავკასიაში სიტუაციის სტაბილიზება მოხდეს", _ განაცხადა კოლოკოლცევმა.
მისივე თქმით, წლის დასაწყისიდან ჩრდილოკავკასიაში 347 ბოევიკია განადგურებული. სპეცოპერაციების მსვლელობისას ასევე დაღუპულია 149 სამართალდამცავი და დაჭრილია 276.
"მიუხედავად ამისა ბანდიტებთან ბრძოლა გაგრძელდება", _ განაცხადა მინისტრმა.