დღეს,11 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი ვეტერან სპორტსმენებს შეხვდება. შეხვედრა სპორტულ კლუბ "დინამოს" ტერიტორიაზე გაიმართება.
ივანიშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კახა თარგამაძის დროს საგზაო პოლიციას ხელმძღვანელობდა. ირიცხებოდა მრეწველთა პარტიის რიგებშიც. 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ივანიშვილმა მთაწმინდის რაიონში მრეწველების სიით მონაწილეობდა. მერიის პოზტზე თავისი კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით განცხადება ივანიშვილმა ერთი თვის წინ გააკეთა.