რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრა მიმდინარე კვირას გაიმართოს. კარასინი ასევე აღნიშმავს, რომ აბაშიძე არ არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის წევრი, თუმცა "მოხარული იქნება", თუკი მას გაესაუბრება.
ამავდროულად, საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ შეხვედრა გროგორი კარასინთან, სავარაუდოდ, შვეიცარიაში გაიმართება.