ნოემბრიში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 3 440 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.4% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო
საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.6% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არა სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.786 დონეზე დაფიქსირდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბერში კლება დაფიქსირდა 2011 წლის იმავე თვესთან (16.8%-ით), ხოლო ზრდა - წინა თვესთან (9.7%-ით) შედარებით.
2012 წლის ნოემბრში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 17.8%-ით შემცირდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 21.6%-ით გაიზარდა. განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა თვესთან შედარებით: ნოემბრში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 8.6%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 49.4%-ით გაიზარდა.
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.780 და 0.976 დონეებზე დაფიქსირდა.
ნოემბრში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (1 829 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 53.2%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 477 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 42.9%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 96.1% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 121 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 6 სააქციო საზოგადოება, 4 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 2 საჯარო სამართლის იურიდიული პირი და 1 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი.
მასალის გამოყენების პირობები