ქართული მხარე იმედოვნებს, რომ მიმდინარე კვირაში დაგეგმილ შეხვედრამდე რუსეთი წინაპირობებს არ წამოაყენებს. როგორც ჟურნალისტებთან პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა ქართული მხარე შეხვედრამდე წინაპირობებს არ დააყენებს.
,,ჩვენ ველით, რომ რუსეთის მხრიდან არანაირი წინაპირობები არ იქნება წამოყენებული", _ განაცხადა აბაშიძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის დასალაგებლად კონკრეტული გეგმა აქვს, თუმცა სამოქმედო გეგმა აბაშიძეს არ დაუკონკრეტებია.
,,კითხვები მართალაც არსებობს, თუ როგორ წარმოგვიდგენია რუსეთთან დიალოგი. ჩვენ ამაზე პასუხი გვაქვს. Pპირველი შეხვედრა უფრო ტექნიკური ხასიათის იქნება და საორგანიზაციო საკითხების განხილვა მოხდება, თუ როგორ უნდა წარიმართოს რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობა მომავალში. ჩვენ ჩვენი გემა გვაქვს, რუსეთ გავცნობთ და ვნახოთ იქნება თუ არა მათთვის ჩვენი ხედვა მისაღები", - განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის წარმომადგენლისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრა სავარაუდოდ შვეიცარიაში მიმდინარე კვირაში გაიმართება. როგორც აბაშიემ ჟურნალისტებთან განაცხადა რუსეთის მხრიდან შეხვედრას სავარაუდოდ გრიგოლი კარასინი დაესწრება.