მიმდინარე კვირაში რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრის მიუხედავად ჟენევის მოლაპარაკებები ჩვეულ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს. როგორც ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა დაგეგმილი შეხვედრა ჟენევის მოლაპარაკების პროცესს ხელს არ შეუშლის.
,,ამ შემთხვევაში ჟენევის ფორმატს არ ვეხებით. ჟენევის ფორმატმა მუშაობა უნდა გაგრძელოს. ჩვენ თავიდანვე ასეთი ხედვა გვქონდა, რომ უნდა შედგეს კომუნიკაციის ახალი ფორმა", - განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 11-12 დეკემბერსაა დაგეგმილი.