დღეს, 15:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ორ ახალ მოადგილეს წარადგენს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამი მოადგილე 31 ოქტომბერს წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლევან დოლიძე დაინიშნა, რომელიც იმავდროულად თავდაცვის უწყების საპარლამენტო მდივნის ფუნქციასაც ასრულებს. მისი მუშაობის ძირითადი მიმართულება თავდაცვის სამინისტროში გასატარებელი რეფორმებია. ლევან დოლიძე თავდაცვის უწყებას საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხითაც უწევს კოორდინირებას.
თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ასევე არიან ალექსანდრე ბურჭულაძე და ირაკლი გეგეჭკორი.
ალექსანდრე ბურჭულაძის ძირითადი მიმართულება თავდაცვის სამინისტროში საფინანსო დისციპლინის და კონტროლის დამყარებაა ხოლო ირაკლი გეგეჭკორი თავდაცვითი უსაფრთხოების საკითხებს უწევს კოორდინირებას.