საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უცხოეთში ვიზიტები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ვიზიტი წარმატებული იყო. როგორც ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ განცხადა, ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდა კოლეგები გაეცნო.
"ვიზიტის ფარგლებში ყველა შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, საშინაო გამოწვევებს და იმ გეგმებს რომელიც ახალ მთავრობას აქვს იმისათვის, რომ ქვეყანაში განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები და საქართველო დაახლოვოს ევროპასთან და ნატოსთან", _ განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ შეხვედრებზე გამოითქვა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ უცხოეთში ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე იმყოფებოდა აშშ-ში, მექსიკაში, ბრიუსელსა და დუბლინში.