"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა აუცილებელია.
როგორც ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულის თაობაზე მზადყოფმა მასთან შეხვედრაზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის მხრიდანაც დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ ალასანია ლავროვს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.
"შეხვედრის დროს ნათლად იქნა აღნიშნული, რომ ჩიხში შესული ურთიერთობები ნელ-ნელა უნდა გამოვიდეს ამ მდგომეორებიდან. აღინიშნა, რომ უნდა შესრულდეს 12 აგვისტოს შეთანხმება, რათა მოხდეს დემილიტარიზაცია ჩვენი ორივე ტერიტორიის - ცხინვალისა და აფხაზეთის. ბუნებრივია, ამან შეხვედრისად აზრთასხვადასხვაობა და დებატები გამოიწვია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ორივე მხრიდან დაფიქსირდა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობა", - განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ ალასანია ერთადერთი ქართველი ოპოზიციონერია, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 46-ე კონფერენციაზე იყო მიწვეული.