ხვალ, 11 თებერვალს, 11 საათზე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი ვეტერან სპორტსმენებს შეხვდება. შეხვედრა სპორტულ კლუბ „დინამოს" ტერიტორიაზე გაიმართება.
ნიკა ივანიშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კახა თარგამაძის დროს საგზაო პოლიციას ხელმძღვანელობდა. ირიცხებოდა მრეწველთა პარტიის რიგებშიც. 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ივანიშვილმა მთაწმინდის რაიონში სწორედ მრეწველების სიით მონაწილეობდა. მერიის პოზტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით განცხადება ივანიშვილმა ერთი თვის წინ გააკეთა.