ნოღაიდელის მოძრაობის ახალგაზრული ფრთა "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ბრალდებებს პასუხობს.
როგორც "სამართლიანი საქართველოსთვის" ახალგაზრული მოძრაობის წარმომადგენელმა ზურა თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სურს.
"სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალის, ამ შემთხვევაში ედპ-ის მიერ ჩვენი სახელმწიფო ღალატში დადანაშაულება ხდება. სამწუხაროა ისიც, რომ ამისთვის "ეროვნულ-დემოკრატები" ახალგაზრულ ფრთას იყენებენ. გვინდა ყველამ კარგად გაიგოს და დაიმახსოვროს, რომ არ ვაპირებთ ჩვენი საგარეო კურსიდან გადახვევას, რადგან ის ქვეყნის ერთიანობას, დამოუკიდებლობას ემსახურება", - განაცხადა ზურა თარგამაძემ.
ამასთან, "სამართლიანი საქართველოსთვის" ახალგაზრდული მოძრაობა "ედპ"-ის წარმომადგენლებს მოუწოდებს, "იყვნენ საქართველოს და არა "ნაციონალური მოძრაობის" პატრიოტები".
შეგახსენებთ, რომ "ეროვნულ-დემოკრატებმა" ორი დღის წინ ნოღაიდელი და მისი გუნდი რუსეთთან ურთიერთობის გამო სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს.