პრაიმერის ინიციატორმა პარტიებმა რეგიონებში მისი ჩატარების თარიღები გამოაქვეყნა. პირველად წინასწარი არჩევნები 21 მარტს ჩატარდება და ის ბათუმში, გორში, თელავში, რუსთავში ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში გაიმართება. 27 მარტს პრაიმერში მონაწილეობის საშუალება აღნიშნული ქალაქების გარდა აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ყველა რაიონის მოსახლეობას მიეცემა. 11 აპრილს კი, წინასწარი არჩევნები თვითმმართველი ქალაქების გარდა ყველა რაიონს მოიცავს.
თბილისში პრაიმერის ჩატარების თარიღი კი უცველად რჩება. დედაქალაქში წინასწარი არჩევნები 18 აპრილს არის დანიშნული.
შეგახსენებთ, რომ პრაიმერის ინიციატორები "კონსერვატორები", "ხალხის პარტია" და ნოღაიდელის "სამართლიანი საქართველოსთვისაა". პრაიმერი მერობისა და საკრებულოების თავმჯდომარეობის კანდიდატების წინასწარი არჩევნების საფუძველზე გამოვლინებას ითვალისწინებს.