ლეიბორისტები აცხადებენ, რომ "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელის, თეა თუთბერიძის მიერ პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლის გავრცელება ხელისუფლების დაკვეთაა.
ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას განცხადებით, რევოლუციურმა ხელისუფლებამ საპატრიარქოს წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწყო. გუგავას ტქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნების კაბინეტებში უწმინდესის საწინააღმდეგო კამპანია იგეგმებოდა.
"სააკაშვილისა და მაღალი თანამდებობების დაკვეთა რომ შეასრულა თუთბერიძემ, ამაში ეჭვი გეპარებათ? თუ არ გახსოვთ ვანო მერაბიშვიული, ბაჩო ახალაია, გიგა ბოკერია, რომლებიც ეკლესიის წინააღმდეგ იბრძოდნენ", _ განაცხადა გიორგი გუგავამ.