ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს.
ამ პოსტზე მინისტრის 8 თებერვლის ბრძანებით, ირაკლი ქაშიბაძე დაინიშნა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, დეპარტამენტის უკვე ყოფილმა უფროსმა გიორგი ახალაიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ირაკლი ქაშიბაძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა სახელმწიფო ტელევიზიაში, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროში, იყო გაზეთ "ნავიგატორის" დამფუძნებელი, 2008 წლიდან დღემდე "BI Solution" ბიზნეს ინტელექტუალური და პროგნოზირების სისტემების გენერალური დირექტორი.