მექსიკის ტურიზმის სამდივნოში გაიმართა საქართველოსა და მექსიკას შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ მიქელაძემ, ხოლო მექსიკის მხრიდან - ტურიზმის სამდივნოს ხელმძღვანელმა გლორია გევარა მანსომ.
ცერემონიას ესწრებოდნენ მექსიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი გ. ხანდამიშვილი და საელჩოს მდივანი დ. აბარკა, ასევე, მექსიკის ტურიზმის უწყების მინისტრის სამდივნოს უფროსი ვირხინია მესინა პორტუგალი, სოციალური კომუნიკაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ალბერტო პეტრეარსე ვიალპანდო და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მრჩეველი ხავიერ გილიერმო მოლინა.
ზემოაღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოსა და მექსიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გზაზე.