ექსპერტი ჩრდილოკავკასიის საკითხებში ანდრეი ეპიფანცევი აცხადებს, რომ საქართველომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხი სასწრაფოდ დღისწესრიგიდან იმიტომ მოხსნა, რომ აზერბაიჯანის ინტერესებს გაუწია ანგარიში.
მისი თქმით, თბილისის უარი გაეხსნა ტრანსკავკასიური რკინიგზა დემონსტრირებას ახდენს იმისას თუ რამდენად არ არის დამოუკიდებელი საქართველო თავის ქმედებებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ აფხაზურ მხარეს ამ წინადადებასთან დაკავშირებით ინტერესი არ გამოუხატავს, გასაგებია, რომ სოხუმის თანხმობის არქონა ამ შემთხვევაში არ იქნებოდა ძირითადი ხელისშემშლელი მიზეზი და ნებისმიერ შემთხვევაში ეს გახდებოდა მოსკოვის საფიქრალი და არა თბილისის.
"რეალურად, რკინიგზის გახსნის საკითხის დღისწესრიგიდან სასწრაფოდ მოხსნის მიზეზი აზერბაიჯანის პოზიცია გახდა, რომლისთვისაც რუსეთსა და სომხეთს შორის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის გახსნა სომხეთის ბლოკადის დასასრულის მანიშნებელი იქნებოდა და ეს თავის მხრივ, ალბათ, გვარიანად შეარყევდა ბაქოს პოზიციებს, მთიანი ყარაბაღის შესახებ მიმდინარე დისკუსიებში", - აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ თანამედროვე კავკასიის პირობებში, მისი მრავალკუთხოვნობისა და დიამეტრალურად ერთმანეთისაგან განსხვავებული მხარეთა პოზიციების გამო ძალიან ძნელია იყო ერთნაირად კარგი ყველასათვის და წარმართო სწორი და ნეიტრალური პოლიტიკა.
"ეს განსაკუთრებით ჩანს ისეთი სუსტი ქვეყნის მაგალითზე როგორიც არის საქართველო. აქტიურად "მიდიოდა" რა 2000 -იან წლებში რუსეთისგან და იმდენად ძლიერად "შევიდა" რა აზერბაიჯანში და მისმა რეალურმა დამოუკიდებლობამ იმდენად განიცადა დეგრადაცია, რომ ახლა მას არ შეუძლია საკუთარი შიდა პოლიტიკა აწარმოოს ისე ამ ქვეყნის ინტერესებს თუ არ შეხედავს.
რკინიგზა - ამის ნათელი მაგალითია. თითქოს ეს სრულიად აშკარა, შიდაქართული ეკონომიკური პროექტია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და საჭირო საქართველოსათვის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს ნაბიჯი აზერბაიჯანის ინტერესებს ეწინააღმდეგება და საქართველო მოკლებულია საშუალებას იგი განხორციელოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ბაქო აამოქმედებს მის ხელთ არსებულ არც თუ ისე მცირე რაოდენობის ბერკეტებს, რომლებიც მას საქართველოზე გავლენის მოსახდენად გააჩნია და ჩვენ გავხდებით მოწმე ისეთი პროცესებისა როგორიც შეიძლება იყოს ფასებზე ბრძოლა აზერბაიჯანის ენერგომატარებლებისა საქართველოსათვის და მათ გადაქაჩვაზე თურქეთში, აზერბაიჯანული და თურქული ინვესტიციების კლებაზე საქართველოს ეკონომიკაში, საქართველოს აღმოსავლეთის რაიონებში მდგომარეობის დაძაბვისა სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, თურქეთის ურთიერთობების გაუმჯობესებისა აფხაზეთთან საქართველოს გვერდის ავლით და ბევრი სხვა რამე", _ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს მიერ რკინიგზის გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა და ამით ბაქოს ამბიციის დაკმაყოფილება სულაც არ აძლევს საქართველოს საშუალებას კარგად გამოვიდეს ამ სიტუაციიდან.
მისივე აზრით, ბევრ სხვა ნაბიჯთან ერთად ეს იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ვერ შეძლებს შეასრულოს ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავისი წინასაარჩევნო დაპირება - დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან და გახსნას რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისათვის.
"ამ შემთხვევაში დარწმუნებულობის დიდი დოზით შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაბიჯსაც კი აქვს თავისი ფასი და ეს ფასი იქნება საქართველოს თითქმის მთელი სოფლის მეურნეობის მთლიანი სტაგნაციის გაგრძელება და საქართველოს სულ უფრო და უფრო მეტი დამოკიდებულება დასავლეთის ინვესტიციებსა და გრანტებზე და საბოლოო ჯამში 2013 წლის ბოლოდან და მერე ბიძინა ივანიშვილის მთავრობის კრიტიკის გაძლიერება იმ მიზეზით, რომ ისინი თავის წინასაარჩევნო დაპირებებს არ ასრულებენ.
ქართველ მთავრობასთან დაახლოებული მოღვაწეების განცხადება იმის შესახებ, რომ რკინიგზის გაუხსნელადაც საქართველო გააგრძელებს გზების ძიებას რუსეთთან ურთიერთობის დამყარებისათვის სრულიად გასაგებია, მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა შესაძლო გზის ნუსხა ძალიან პატარაა და მათგან ამორჩევა მაინცდამაინც არ გამოვა.
ნათელი ხდება, რომ უკვე ცნობილი გზებისგან საქართველო ცარიელი ხელებით შეიძლება დარჩეს ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეორე ვარიანტის დადგომის ალბათობა სულ უფრო და უფრო მეტია.
ამ ორი ცუდი ვარიანტიდან რომელია უკეთესი საქართველოსთვის?", _ კითხულობს ექსპერტი.