თეთრი სახლი მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრის გამართვის საჭიროებას ვეღარ ხედავს. ამის შესახებ Axios-ის ჟურნალისტს ბარაკ რავიდს თეთრი სახლის წარმომადგენელმა განუცხადა.
„რუბიოსა და ლავროვს შორის პროდუქტიული სატელეფონო საუბარი შედგა. ამიტომ, სახელმწიფო მდივანსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის დამატებითი პირადი შეხვედრა აუცილებელი არ არის“, - აღნიშნა Axios-ის წყარომ.
მედიაში მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის ამ კვირაში დაგეგმილი შეხვედრა აღარ შედგებოდა.
შეხვედრის გადადების კონკრეტული მიზეზები არ დასახელებულა, თუმცა ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ განაცხადა, რომ ეს გამოწვეული იყო რუბიოსა და ლავროვის განსხვავებული ხედვით იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს რუსეთ-უკრაინის ომის მისაღები დასასრული.
Reuters-ის წყაროების ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე უარის თქმამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას.