პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია პარლამენტის თავმჯდომარეს საგანგებო წერილით მიმართავს და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან დევნილების პრობლემების საკითხით დაინტერესებას სთხოვს. ამის შესახებ განცხადება ბაღათურიამ პარლამენტის სესიაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, შიდა ქართლიდან 1500 ადამიანს დღემდე არ მიუღია დევნილის სტატუსი. იგი და მოითხოვს, დაუყონებლივ იქნას გარკვეული, რატომ ვერ სარგებლობენ ეს ადამიანები დევნილების შეღავათით.
ბაღათურია ითხოვს ასევე, გაირკვეს, თუ რატომ ვერ ღებულობენ დევნილები შეპირებულ 10 ათასი დოლარის ოდენობის დახმარებას, რომელიც აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მიერ არის გამოყოფილი.
ბაღათურია ამ საკითხებით დაინტერესებას პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს და მოითხოვს, დაუყონებლივ ჩატარდეს ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა, სადაც მოწვეული იქნება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი და აღნიშნულ კითხვებს გასცემს პასუხს.