"ქრისტიან-დემოკრატები~ სკოლებში სამხედრო-პატრიოტული აღზრდის იდეასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვენ. ეს მოთხოვნა დღეს სესიაზე "ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა რატი მაისურაძემ გაახმოვანა.
მისი თქმით, სამხედრო-პატრიოტული აღზრდა სკოლებში იდეაში კარგია, მაგრამ დასაზუსტებელია გარკვეული საკითხები.
"ისტორიაში ხშირია მაგალითები, როცა ერთი შინაარსის მქონე საკითხში სხვადასხვა ხალხი და სხვადასხვა ხელისუფლება განსხვავებულ რამეს გულისხმობენ. მაინტერესებს, ეს იქნება პოლიტგაკვეთილები თემაზე _ ვინ და რა უშლის ხელს იბერიას გაბრწყინებაში, თუ ეს იქნება აუცილებელი სამოქალაქო თავდაცვის ცოდნის ამაღლება~, - აცხადებს მაისურაძე.
"ქრისტიან-დემოკრატები~ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვენ.