"ქრისტიან-დემოკრატები~ იმედოვნებენ, რომ მცხეთაში პლაჟების გაკეთების იდეა "მიხეილ სააკაშვილის ფანტაზიის ნაყოფია~ და "ხელისუფლება უფრო შორს არ წავა და ე. წ. ველური პლაჟების გაკეთებასაც არ მოინდომებს~. ეს განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების~ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს სესიაზე პრეზიდენტის მიერ გუშინ გაჟღერებული იდეასთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც თარგამაძე აღნიშნავს, სააკაშვილმა მცხეთაში სტუმრობისას გააჟღერა იდეა, რომელიც წარმოსადგენადაც კი ძალიან რთულია, ვინაიდან მცხეთაში პლაჟების გაკეთება ყოვლად წარმოუდგენელია. თარგამაძე მიიჩნევს, რომ "ამაზე რეაგირება დღესვე უნდა მოხდეს.~
თარგამაძე იმედს იტოვებს, რომ პლაჟების იდეა "ფანტაზიის გაქანების შედეგი" იყო.
"მცხეთის რეაბილიტაცია ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ რეაბილიტაციის პერიოდში არ უნდა დავაზარალოთ ის, რის გამოც მომლოცველები მცხეთისკენ ილტვიან", - განაცხადა თარგამაძემ.
თრგამაძის განცხადებით, მცხეთა განსაკუთრებული ისტორიისა და ფუნქციის მქონე ქალაქია და მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თვითმმართველის სტატუსი, რათა გადაწყვეტილებები მცხეთელებმა და მათ მიერვე არჩეულმა ადამიანებმამიიღონ.
თარგამაძე იმედოვნებს, რომ მცხეთასთან დაკავშირებული საკითხები მომავალში მაინც გადაწყდება საპატრიქროსთან შეთანხმებით.