ნაღდი ფულის დეფიციტისა და ეკონომიკური სანქციებით მარწუხებში მოქცეულმა სირიამ 9 ივლისიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში რუსეთიდან 240 ტონა ნაღდი ფული მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ propublica.org-ი ტვირთის ტრანსპორტირების დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, მოსკოვის "ვნუკოვოს" აეროპორტიდან გამოფრენილ ყოველ მერვე "ილ-76"-ს დამასკოში თავისი ბორტით 30 ტონა ბანკნოტი ჩაჰქონდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმის ნაცვლად, რომ თვითმფრინავები პირდაპირ ანუ თურქეთის საჰარეო სივრცის გამოყენებით გაფრენილიყვნენ, როგორც ამას სამოქალაქო რეისები აკეთებენ, ეს სატვიღტო თვითმფრინავები ერაყის, ირანისა და აზერბაიჯანის გავლით ანუ თურქეთის ქვერდის ავლით მიდიოდნენ.
გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი არც მალავს, რომ დამასკოსათვის ფული დაბეჭდა. "გოსზნაკის" ხელმძღვანელმა არკადი ტკაჩუკმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ 2012 წელს საწარმო ფულს სირიისათვის ბეჭდავდა. როგორც ცნობილია, სანქციების გამო ავსტრიის ბანკმა სირიისათვის ბანკნოტების ბეჭდვა შეწყვიტა.