ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში ალიანსის ახალი სამხედრო კოორდინატორი წარადგინეს. მაქსიმილიან ედერი სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებზე იმუშავებს და მჭიდროდ ითანამშრომლებს თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სექტორთან.
ახალი სამხედრო კოორდინატორი ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო კომიტეტის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა კარლოს ბრანდომ წარადგინა. ღონისძიებას სამხედრო პირები და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.