უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრი სერგეი ტიგიპკო, საკუთარი განცხადების საფუძველზე, გადადგა. აღნიშნულის შესახებ განცხადება თავად სერგეი ტიგიპკომ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ სერგეი ტიგიპკო ვიცე-პრემიერის პოსტზე 2010 წლის 9 დეკემბრიდან მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ სერგეი ტიგიპკო, 28 ოქტომბერის არჩევნებით, რადაში იქნა არჩეული. პარტიის საარჩევნო სიაში სერგეი ტიგიპკო რიგით მესამე იყო.