აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჯერაც არ იცის ზუსტად რამდენი ჯარისკაცი დარჩება ავღანეთში2014 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყნას საერთაშორისო კოალიციის ჯარების ძირითადი ნაწილი დატოვებს.
თეთრი სახლის წამომადგნელის ჯეი ქარნის ინფორმაციით, შესაბამის გადაწყვეტილებას პრეზიდენტი უახლოესი თვეების განმავლობაში მიიღებს. გადაწყვეტილების მიღებამდე ობამა სამხედრო ექსპერტებთან გამართავს კონსულტაციებს.
მისივე თქმით, აშშ-ში დარჩენილი სამხედრო მოსამსახურეები მხოლოდ ავღანელი ჯარისკაცების მომზადებით და ანტიტერორისტული ოპერაციებით დაკავდებიან.