დეპუტატები ომბუდსმენობის კანდიდატურებზე მსჯელობას იწყებენ. როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წევრები ამ კვირაში შვიდივე კანდიდატის პროგრამას უნდა გაეცნონ. საბოლოოდ კი ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურა მომავალ სასესიო კვირას უნდა დასახელდეს.
შეგახსენებთ, ომბუდსმენის პოსტზე 7 კანდიდატურა სახელდება. ესენია: ნინა ხატისკაცი, თამარ გურჩიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გელა ნიკოლაიშვილი, ლია მუხაშავრია, უჩა ნანუაშვილი და ნათია იმნაძე.