"ლეიბორისტები" საქართველოს პრეზიდენტს ახალი ტერიტორიების დაკარგვაში სდებენ ბრალს. ამის შესახებ დღეს, "ლეიბორისტების" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველომ უკვე დაკარგა კავკასიონის ქედზე გადასასვლელი 25 გზა, რადგან მას უკვე რუსი სამხედროები აკონტროლებენ. მისივე განცადებით, საავტომობილო მაგისტრალი დაღესტნიდან უკვე ყვარლის რაიონამდეა ჩამოსული. მსგავსი მდგომარეობაა შატილის ხეობაშიც, მეტიც 200-დე ჩეჩენმა ოჯახმა უკვე დაიკავა ადგილობრივი მაცხოვრებლისაგან მიტოვებული სოფელი, არღუნის ხეობაში.
"სააკაშვილმა რუსეთს მამისონის უღელტეხილი და მისი მიმდებარე ტერიტორიებიც მიართვა. რუსები ამუშავებენ ახალი სამხედრო გზის სტრატეგიას ცხინვალიდან სტეფანწმინდის მიმართულებით, რომელიც ახალგორს, ქსნის ხეობას და მლეთას გაივლის. ამ გეგმის განხორციელება საქართველოს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორიას მოწყვეტს",- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
"ლეიბორისტები" მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, იყოს ადეკვატური და დატოვოს დაკავებული თანამდებობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო კვლავ გაგრძელებს ძირძველი ტერიტორიებს დაკარგვას.