.,,პოლიტიკური დევნა, რომელიც ახლა ხორციელდება ხელს შეუშლის დემოკრატიული ინსტიტუტების და ეკონომიკის განვითარებას", - განაცხადა ,,პრაიმტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ "სამართლიანობის მხრივ ძველ ხელისუფლებას გარკვეული შეცდომები ჰქონდა, თუმცა ქვეყნის აღორძინება სწორედ 2003 წლიდან დაიწყო.
,,ის პოლიტიკური დევნა, რომელიც ახლა ხორციელდება ხელს შეუშლის დემოკრატიული ინსტიტუტების და ეკონომიკის განვითარებას. სამართლიანობის მხრივ ძველ ხელისუფლებას გარკვეული შეცდომები ჰქონდა, მაგრამ მე მაინც დადებითად ვაფასებ ვარდების რევოლუციას, 2003 წლიდან დაიწყო ქვეყნის აღორძინება, სახელმწიფო მანამდე მხოლოდ ქაღალდზე იყო" - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ რამდენიმე ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნები დააკავა.