ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა "ჰამასის" ლიდერს ისმაილ ჰანიას დაურეკა და მას ისრაელზე გამარჯვება მიულოცა. "მაანის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აჰმადინეჯადმა ცეცხლის შეწყვეტას "მსოფლიოს ყველა მუსულმანის გამარჯვება" უწოდა. აჰმადინეჯადმა ჰანიას მიუსამძიმრა ადამიანების გარდაცვალების გამო და მომავალში დახმარებას დაჰპირდა.
ჰანიას ისრაელზე გამარჯვება ასევე მიულოცა შიიტური ტერორისტული ორგანიზაცია "ჰეზბოლლას" გენერალურმა მდივანმა ჰასან ნასრალამ. სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა კი ცეცხლის შეწყვეტას "ისრაელის აგრესიაზე პალესტინური წინააღმდეგობის უდიდესი გამარჯვება უწოდა".
"ჰამასს" ცეცხლის შეწყვეტა ასევე მიულოცა პალესტინის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ მაჰმუდ აბასმა.
მასალის გამოყენების პირობები