აშშ-ში, კენვუდის რაიონში (ჩიკაგო) გასაყიდად გამოტანილია სახლი, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას სასახლის მეზობლად მდებარეობს. სახლის მფლობელებს სურთ, რომ საკუთარი ქონება 899 ათას დოლარად გაასხვისონ. მეპატრონემ აღნიშნული სახლი 2008 წელს 675 ათას დოლარად შეიძინა.