მექსიკაში ყაჩაღური დაჯგუფების წევრი დააკავეს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე საშიშ ძებნილ დამნაშავეთა ათეულში შედიოდა. მას ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო წლების განმავლობაში ეძებდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეითედ პრესი" ავრცელებს.
ჯო ლუის საენსი წუხელ, გვადალახარაში, სპეციალური ოპერაციის შედეგად დააკავეს. როგორც ვარაუდობენ, უახლოეს დღეებში, მისი აშშ-ში ექსტრადირება მოხდა.
ამერიკის ხელისუფლება საენსს კონკურენტი ბანდის ორი წევრის მკვლელობასა და ასევე, თავისი მეგობარი გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ადანაშაულებს, რომელიც საენსის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ პოლიციისათვის შეტყობინებას აპირებდა. საენსს კავშირი ჰქონდა ნარკოვაჭრებთანაც.