უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილმა, გულნარა ქარიმოვამ თავის ბლოგზე საკუთარი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც სკანდალის მიზეზი გახდა. ფოტოები, სადაც გულნარა შიშველი ფეხების დემონსტირირებას ახდენს, ვარჯიშის დროს არის გადაღებული, თუმცა ქვეყნის მოქალაქეებმა სურათები, 40 წლის ქალისთვის, ზედმეტად თამამად ჩათვალეს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური პრესა ავრცელებს.
„გულნარა ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც მამამისის თანამედროვედ მოაზროვნე ხელისუფლება ისლამის კონსერვატიულ ელემენტებს ებრძვის" - წერს „დეილი მეილი" ფოტოებთან დაკავშირებით უზბეკეთის მოსახლეობის რეაქციაზე. როგორც აღმოჩნდა, უზბეკები შეურაცხყოფილნი დარჩნენ იმ ფაქტით, რომ გულნარას ვარჯიშის დროს „ძალიან ცოტა" ტანსაცმელი ეცვა. მათი თქმით, პრეზიდენტის ქალიშვილი წესიერების ფარგლებს გასცდა.
თუმცა, ბლოგერების უმრავლესობა, ქარიმოვის ქალიშვილის ფოტოებით მოხიბლული დარჩა. მიუხედავად ასაკისა, გულნარას იდეალური ფიგურა აქვს. ზოგის აზრით კი, მას უბრალოდ დასავლეთის თვალში თავისი ოჯახის იმიჯის გამოსწორება სურს. ქარიმოვს, რომელიც ქვეყანას უკვე 22 წელია მართავს, ცივილიზებულ სამყაროში დიქტატორად მიიჩნევენ.