ედპ კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ რუსეთი მთელ საქართველოზე გავლენის მოსაპოვებლად, ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური ძალის მეშვეობით საქართველოში დასაყრდენს ეძებს.ეს განცხადება ედპ-ს წარმომადგენელმა გურამ ჩახვაძემ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. იგი ნოღაიდელისა და `ედინაია რასიას" შორის ხელშეკრულების გაფორმებას ფაშისტური გერმანიისა და პოლონეთის მაგალითზე განმარტავს.
როგორც ჩახვაძე მიიჩნევს, `დღევანდელი ფაქტი იგივეა, რომ პოლონეთის დამპყრობის შემდეგ, პოლონელი ოპოზიციონერი ჩასულიყო გერმანიაში ადოლფ ჰიტლერთან და თანამშრომლობა შეეთავაზებინა.~
ჩახვაძის შეფასებით, რუსეთი მთელი გეოპოლიტიკის შეცვლას ცდილობს და ამისთვის ნოღაიდელსაც იყენებს.
`მას არ სჭირდება მხოლოდ აფხაზეთი და ცხინვალი, არამედ სჭირდება მთელი საქართველო. ამ მიზნისთვის რუსეთი ნოღაიდელის სახით საქართველოში დასაყრდენს ეძებს~, - აცხადებს ჩახვაძე.
რაც მთავარია, მისი აზრით. რუსეთი საქართველოზე გავლენის მოპოვებით მთელ მსოფლიოში ცვლის გეოპოლიტიკას - გავლენის სფეროდ აქცევს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ კავკასიას.
`რუსეთის ზედამხედველობის ქვეშ კი საქართველოს პერსპექტივა მხოლოდ კონფედერაცია და მუდმივად საფრთხის ქვეშ ყოფნაა~, - აცხადებს ჩახვაძე.