კათოლიკურმა ეკლესიამ, სენსაციური განცხადება გააკეთა, რომელიც უცხო პლანეტებზე სიცოცხლის შესაძლო არსებობას ეხება. ვატიკანის ობსერვატორიის დირექტორმა, იეზუიტების ორდენის მღვდელმა ხოსე ფუნესმა განაცხადა, რომ დედამიწის გარდა, სხვა პლანეტებზე ცივილიზაციების არსებობას უშვებს. „ ამ დრომდე, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ვერანაირი მტკიცებულება საიმისოდ, რომ დედამიწის გარდა სხვაგან სიცოცხლე არსებობს. თუმცა, მილიარდობით გალაქტიკაში, რომლებიც თავის მხრივ, მილიარდობით ვარსკვლავს ითვლიან, არ არის გამორიცხული, სიცოცხლე არსებობდეს" - განაცხადა სასულიერო პირმა პრესკონფერენციაზე, რომელიც რომში, კათოლიკური ეკლესიის ინიციატივით გაიმართა.
ფუნესმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ ადამიანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ცივილიზაციების და სიცოცხლის არსებობის შესახებ ცნობები, თუ ის არსებობს, რათა უკეთ შეიცნონ თავი და განსაზღვრონ სიცოცხლის აზრი. ასტრონომმა აღნიშნა, რომ კათოლიკური ეკლესია ყოველთვის იყო დაინტერესებული მეცნიერებით და მომავალშიც ხელს შეუწყობს, ამ კუთხით ინფორმაციების მოპოვებას და ცოდნის გაღრმავებას კაცობრიობისათვის.
მასალის გამოყენების პირობები