ეგვიპტის დღევანდელი პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი ინიციატივით გამოდის, ხელახლა გადასცეს სასამართლოს ქვეყნის ყოფილი პირველი პირის, ხოსნი მუბარაქის საქმე, რომელიც გასული წლის დასაწყიში, სახალხო გამოსვლების შედეგად გადადგა. ექსპრეზიდენტს, ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს, რადგან ის დანაშაულები, რომელშიც ეჭვმიტანილია, სასიკვდილო განაჩენს ითვალისწინებს.
როგორც ცნობილია, ზაფხულში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ, მუბარაქი დამნაშავედ ცნეს მშვიდობიანი დემონტრანტების მკვლელობებში და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ექსპრეზიდენტი ციხე ტორაში, ქაიროს ახლოს მოათავსეს. ახალი პრეზიდენტის ბრძანება კი, ყველა ყოფილი ჩინოვნიკის, მათ შორის, თავისი წინამორბედის საქმეების გადახედვას ითავლისწინებს. როგორც მურსიმ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მან „რევოლუციის სახელით" მიიღო.
მუჰამედ მურსი „ძმები მუსულმანების" კანდიდატია, რომელმაც ეგვიპტრის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რომელიც ხოსნი მუბარაქის გადადგომის შემდეგ შედგა. მურსის მხარი ამომრჩეველთა 51 პროცენტმა დაუჭირა, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ ტოვებს მოძრაობის რიგებს და ხდება „ყველა ეგვიპტელის პრეზიდენტი"...