გაეროს მონაცემებით, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში 49 მლნ ადამიანს საკვები არ მოეპოვება და შიმშილობს. აღნიშნული სტატისტიკური მაჩვენებელი მოიცავს ბოლო 2 წლის მონაცემებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2004 წელს მოხერხდა და რეგიონში შიმშილობის დონემ დაიწია, თუმცა მას შემდეგ კლების ტენდენციამ იკლო.
ამ ქვეყნებში შიმშილობის მთავარი მიზეზი პროდუქტებზე მაღალი ფასები და შემოსავლების სიმცირეა. მოშიმშილე ქვეყნებში მოხვდნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: გაიტი, გვატემალა, პარაგვაი, ბოლივია და ნიკარაგუა.